დღეიდან თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება

დღეიდან თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, ბოლო თვე-ნახევარია, კლინიკას არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ჰყოლია.

“ეს კლინიკა და ჩვენი უნივერსიტეტი განსხვავდება იმით, რომ ჩვენ ვართ ცოდნის მიმღებები და გამცემები. ბოლო თვე-ნახევარია, არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი ჩვენს კლინიკას არ ჰყოლია”, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პანდემიასთან ბრძოლისას კლინიკა, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში ყველაზე კრიტიკული პაციენტების მიმღები დაწესებულება იყო.

“აღნიშნულ პერიოდში კლინიკამ 600-მდე პაციენტი მიიღო, მათ შორის, 200-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს გაეწია დახმარება. ამის შესაძლებლობა კლინიკაში არსებულმა უახლესმა სამედიცინო ტექნიკამ და, რა თქმა უნდა, მედპერსონალმა განსაზღვრა, აქ მუშაობენ გამოცდილი პროფესიონალები, თსსუ-ის პროფესორები.

ლევან რატიანმა მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. დიდი მადლობა გადაუხადა მათ კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში ექიმებთან ერთად დგომისა და საზოგადოებაში სწორი მესიჯების გავრცელებისთვის. ჟურნალისტებმა ღონისძიების ფარგლებში კლინიკა დაათვალიერეს და მის მრავალპროფილიან საქმიანობას გაეცნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები