მევლუთ ჩავუშოღლუ ერევანს – “გონს მოეგეთ”
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანსა და სომხეთის საზღვართან მომხდარი დაპირისპირება დაგმო.
დიპლომატმა ტელეკომპანია TRT-თან საუბარში ორმხრივი სროლის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედროების დაღუპვის ფაქტზე საუბრისას ერევანს მოუწოდა, “გონს მოეგოს”.
“სომხეთი საკუთარ ქმედებებს უნდა ათვითცნობიერებდეს. თურქეთი ყველა შესაძლებლობებით არის აზერბაიჯანის მხარეს”, – თქვა თურქეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.
12 ივლისს თოვუზის რაიონში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ორმხრივი სროლა მოხდა, რომლის შედეგად ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მომხდარში ერთმანეთი დაადანაშაულეს.