გიორგი შაქარიშვილის ბიძა: სავარაუდოდ ორშაბათიდან დაინიშნება ექსპერტიზა, რომელიც გამოძიებას სჭირდება

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარიშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, ორშაბათიდან შეიძლება, დაინიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, რომელიც გამოძიებას სჭირდება.
„ოჯახი ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ ამ ექსპერტიზით ცალსახად დადასტურდა გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი. ჩვენი მონაცემებითა და ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი მტკიცებულებებით უკვე დადასტურებულია ეს ფაქტი. თუ გამოძიებამ ჩათვალა საჭიროდ, რომ უფრო მეტი მტკიცებულება უნდა ვითარებასთან მისაახლოვებლად, რათა თითოეულ მათგანს ცალკე წაუყენოს ბრალდება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ დამატებით დანიშნონ ექსპერტიზა და უფრო ზუსტი პასუხი მიიღონ.
სავარაუდოდ, ორშაბათიდან, შეიძლება დაინიშნოს ექსპერტიზები, რომლებიც გამოძიებას სჭირდება.
რა თქმა უნდა, საქმე რომ გადაკვალიფიცირებულია სწორი საქციელი და სწორი მიდგომაა“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები