ხობში ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც ,,კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები