რას აცხადებს ხაშურელი ლურსმანაშვილი ამირხანაშვილთან დიალოგზე

“დიდუბეში პირი მოდის და მეკითხება – “დასარეკი გაქვს?”, ვუთხარი, რომ არა. ჩვენი საუბარი ამით შემოიფარგლა”, – ამის შესახებ “ტვ პირველთან” ხაშურის მკვიდრმა, ლაშა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება და ესაუბრება.

ჟურნალისტის კითხვაზე, იცნობდა თუ არა ის ამ პიროვნებას, ლურსმანაშვილი პასუხობს, რომ არა.

“ჩემს საქმეზე წავედი ხაშურიდან 12 საათზე და, დაახლოებით, 2-ის 20 წუთზე ვიყავი თბილისში, დიდუბეში, კონკრეტულად  – სამთო-ქიმიასთან. სამარშუტო ტაქსი არ იყო. სურამში ნიშნობაზე ვიყავი, დაბადების დღეზე არა. შემდეგ პირად საქმეზე წავედი დიდუბეში.

დიდუბეში პირი მოდის და მეკითხება – “დასარეკი გაქვს?”, ვუთხარი, რომ არა. ჩვენი საუბარი ამით შემოიფარგლა. ერთი წუთიც არ ყოფილა, რაც ვესაუბრე”, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ცნობისთვის, პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, ლაშა ლურსმანაშვილია, რომელიც ხაშურის მკვიდრია.

ასევე, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები