ცხინვალში აცხადებენ, რომ “რესპუბლიკიდან ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე” გამოაძევეს

ცხინვალის კგბ-მ, “უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის ფარგლებში, რესპუბლიკიდან ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე 7 ივლისს გამოაძევა”.

აღინიშნება, რომ ქალი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული.

კგბ-ში აცხადებენ, რომ “რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები რესპუბლიკიდან მომავალშიც იქნებიან გაძევებული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები