რა ჯდება პომიდვრის წარმოება საქართველოში – ბიზნესი მოგების მაღალი მარჟით

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ( FAO ) მონაცემებით, პომიდვრის მწარმოებელ 175 ქვეყანას შორის წარმოების მოცულობით საქართველო 92-ე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში, დაახლოებით, 50 ათას ტონამდე პომიდორი იწარმოება. როგორც „ ფიფლ ინ ნიდ“ და „პი ემ სის“ კვლევითი ცენტრის კვლევაშია მითითებული, საქართველოდან ექსპორტზე, დაახლოებით, 4-5 მილიონი დოლარის პომიდორი გადის და მთავარი ექსპორტიორები რუსეთი ( 81 %), უკრაინა ( 8 % ), და სომხეთი ( 4 %) არიან.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში წარმოებულ პომიდორს განსაკუთრებული გემოვნური თვისებები გამოაეჩევს და ამის მიზეზი იმ რეგონების მიკროკლიმატია, სადაც ამ კულტურის წარმოება ხდება. საქართველოში პომიდვრის წარმოების ძირითადი რეგიონებია შიდა და ქვემო ქართლი, ასევე, კახეთი და იმერეთი. პომიდვრის საშუალო მოსავლიანობა საქართველოში ჰექტარზე, დაახლოებით, 9.8 ტონაა, თუმცა ქვემო ქართლში ეს მაჩვენებელი 18 ტონასაც აჭარბებს.
სპეციალისტების განმარტებით, პომიდვრის მწარმოებელთა შემოსავლები და დანახარჯები დამოკიდებულია პომიდრვრის მოყვანის მეთოდზე. მნიშვნელობა აქვს იმას, მოსავალი მოყვანილია ღია გრუნტზე თუ სათბურში, რა ტიპის სარწყავი სისტემაა გამოყენებული და ასე შემდეგ. როგორც ირკვევა, ფერმერის ძირითადი ხარჯი მოდის სათესლე მასალის შეძენაზე. 1 კილოგრამი სათესლე მასალის ფასი 800-დან 1000 ლარამდე მერყეობს. ყველაზე ძვირი ჰოლანდიური ჩითილებია, შედარებით იაფი ღირს თურქული ანალოგები. 1 ჰექტარის ორგანული სასუქით გამდიდრება, დაახლოებით, 1200 ლარი ჯდება. ფერმერების თქმით, აუცილებელია მინერალური სასუქების შეტანაც, რაც, დაახლოებით, 400-500 ლარის ხარჯს გულისხმობს. მიწის კულტივაცია 600 ლარამდე ჯდება. ჯამურად, როგორც „ ფიფლ ინ ნიდ“ და „პი ემ სის“ კვლვაშია აღნიშნული, ქვემო ქართლში პომიდრის მოყვანის შედეგად მიღებული შემოსავალი ჰექტარზე 17 -18 ათას ლარს აჭარბებს. ხარჯი 4 ათასს, ხოლო მოგება 13-14 ათას ლარს აღწევს. 2017 წლის მონაცემებით, პომიდრის მოყვანიდან რეალიზაციამდე მოგების მარჟამ იქ 76 % შეადგინა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ანალიზის თანახმად, ჰექტარზე 18,6 ტონა მოსავლიანობის პირობებში ევროკავშირში პომიდვრის ექსპორტი არამომგებიანია. მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ ფერმერს უწევს ბევრი სხვადასხვა სერტიფიკატის აღება ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ასევე, სხვადასხვა რეგულაციის დანარგვა წარმოების პროცესში.

სპეციალისტების განმარტებით, პომიდვრის ადგილობრივი წარმოება, ჯერჯერობით, შიდა მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს და ქვეყანაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 9-10 მილიონი დოლარის პომიდორი შემოდის. მთავარი იმპორტიორი თურქეთია, რომლის წილიც იმპორტში 80%-ს აღწევს. პომიდორი შემოაქვთ ირანიდან და რუსეთიდანაც, თუმცა – უმნიშვნელო რაოდენობით. როგორც ფერმერები აცხადებენ, თუ ქვეყანაში იქნება მოსავლის დასაწყობების მეტი საშუალება (მაცივრები), ადგილობრივი წარმოებაც გაიზრდება და იმპორტის ჩანაცვლებაც შესაძლებელი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები