ამირან გამყრელიძე: სატვირთოს მძღოლები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ხშირი მიზეზია ქვეყანაში ინფექციის შემოტანის მცდელობისა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ინფექციის შემოტანის მცდელობის ყველაზე ხშირი მიზეზია.

მისივე თქმით, ყველა მათგანის დროული იდენტიფიცირება მოხდა.

“სატვირთო ავტომანქანის მძღოლები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ხშირი მიზეზია ინფექციის შემოტანის მცდელობისა ქვეყანაში, მაგრამ, საბედნიეროდ, თითქის ყველა, 50-მდე გახლდათ ასეთი შემთხვევა, დროულად მოვახდინეთ მათი იდენტიფიცირება და იზოლირება მკურნალობის თვალსაზრისით და არ მივეცით ინფექციას გავრცელების საშუალება, რაც აქტიური ზედამხედველობიდან გამომდინარე ქვეყანაში ერთერთი მთავარი მიღწევაა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები