მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, ერთი კი შიდა გადაცემაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 კი შიდა გადაცემაა.

მისივე თქმით, 4 შემოტანილი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი საკარანტინე სივრცეში დადასტურდა.

„დღევანდელი მონაცემებით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 3 პაციენტია, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.

5 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული, 4-დან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო 1 გახლავთ საკარანტინე ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება მე-5 შემთხვევას, ეს გახლავთ კონტაქტის კონტაქტი, ანუ ეს ერთი არის შიდა გადაცემით.

ჩვენს ცენტრში 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 ახალი დაგვემატა და გვყავს 22 დადასტურებული შემთხვევა. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევა არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არსად  შეინიშნება დაავადების პროგრესირება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები