გიორგი გახარია ლიეტუვის ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ლიეტუვას ურთიერთობების ძირითად საკითხებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეეხო.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
​გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა გიედრიუს პოუჯუნასს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები