სოფო კილაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის ონლაინდისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალურმა მდივანმა, მარტინ ჩუნგონგმა სოფო კილაძე ექსპერტის რანგში საპარლამენტო საკითხების შესახებ სასაუბროდ, ონლაინკონსულტაციაზე მიიწვია.
„თქვენი შთამბეჭდავი გამოცდილებისა და ლიდერობის გათვალისწინებით ბავშვთა უფლებებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების დარგში, ქალბატონო სოფო, დიდი პატივია, მოგიწვიოთ ონლაინდისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით – “საპარლამენტო პერსპექტივიდან დანახული კანონის უზენაესობის მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები და შესაძლებლობები.” თქვენი მონაწილეობა ხელს შეუწყობს IPU-სა და IDLO-ს თანამშრომლობის გამყარებას სახელმწიფოს ყველა შტოსთან”, – ნათქვამია მარტის ჩუგონგის განცხადებაში.
შეხვედრის მიზანია, საპარლამენტთაშორისო კავშირმა დასახოს საკუთარი სტრატეგია და ხელი შეუწყოს გაძლიერებული თანამშრომლობის წახალისებას პარლამენტებსა და სასამართლო ხელისუფლებებს შორის.