დავით ჩიხელიძე დავით ჭაკუას საქმის შესახებ: ველოდები ბრალდებულთა წრის ზრდას
ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირებას და მისთვის ბრალის წარდგენას ეხმიანება.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, ადამიანის წამება ჩეულებრივი მოვლენა იყო, არაადამიანური მოპყრობა, ლამის ადამიანთან ურთიერთობის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა, რასაც წარმატებით ახორციელებდნენ „ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი მაღალჩინოსნები.
„დავით ჭაკუას ექსტრადირება ორი ასპექტისგან შედგება, ერთის მხრივ ის არის რეჟიმის სახე, მეორე მხრივ კი დღევანდელი ქართული სასამართლო სისტემის და იუსტიციის სამინისტროს სიძლიერეს/ობიექტურობას გვიჩვენებს. ჭაკუა როგორც რეჟიმის სახე! სამწუხაროდ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ადამიანის წამება ჩეულებრივი მოვლენა იყო, არაადამიანური მოპყრობა, ლამის ადამიანთან ურთიერთობის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა, რასაც წარმატებით ახორციელებდნენ „ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი მაღალჩინოსნები. საგულისხმოა, რომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, რომელშიც დავით ჭაკუას ბრალი არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა, 2020 წლის აპრილში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა. რაც ნათლად მიუთითებს ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობას და გვაჩვენებს, რომ ჭაკუას წინააღმდეგ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა და არა პოლიტიკური, როგორც მას ამის წარმოდგენა სურს”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.
ჩიხელიძე ასევე აღნიშნავს, რომ ჭაკუა ცდილობდა გერმანელი სამართლადამცველები საკუთარ უდანაშაულობაში და პოლიტდევნაში დაერწმუნებინა, რაც არ გამოუვიდა.
„როგორც ვხედავთ ის, რომ ციხის ბუნტის დროს ადგილი ჰქონდა სიცოხლის უფლების დარღვევას და ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, ევროპაში ადმაიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა/დაადასტურა. ცალკე უნდა აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს მუშაობა, მათ ფასდაუდებელი სამუშაო შეასრულეს, მოახდინეს რა ჭაკუას ექსტრადირების ორგანიზება, ისე რომ გერმანულ მხარეს კითხვის ნიშნები არ გასჩენია, საგულისხმოა, რომ ჭაკუა ცდილობდა გერმანელი სამართლადამცველები საკუთარ უდანაშაულობაში და პოლიტდევნაში დაერწმუნებინა, რაც არ გამოუვიდა, რადგან იუსტიციის სამინისტრომ გერმანულ მხარეს წონადი, ფაქტებზე დაფუძნებული საქმის მასალები გადაუგზავნა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების განცხადებებს, ერთნი ამობებენ, რომ მას არ იცნობენ, მეორენი კი ამბობენ, რომ ჭაკუას მიმართ კითხვები ჯერ კიდევ მათი მმართველობის დროს არსებობდა”, – განაცხადა ჩიხელიძემ.
„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმღვანელის თქმით, ყველაზე დიდი კრიმინალი სწორედ ჭაკუა არის, რომელსაც ბრალად შემდეგი საქმეეები აქვს წარდგენილი: ციხის ბუნტი, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ცემა.
„უცნაური ლოგიკაა, თუ ჭაკუას მიმართ კითხვები არსებობდა საქმიდან დისტანცირების და საგამოძებო მოქმედებების ნაცვლად, რატომ დააწინაურეთ? ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს კი ჭაკუა კრიმინალთან მებრძოლ გმირად წარმოჩენა სურს, რაც არ გამოუვათ, რადგან ყველაზე დიდი კრიმინალი სწორედ ჭაკუა არის, რომელსაც ბრალად შემდეგი საქმეეები აქვს წარდგენილი: ციხის ბუნტი, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ცემა. იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას ბრალად ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა. ველოდები ბრალდებულთა წრის ზრდას, რადგან შემსრულებელთან ერთად დამკვეთების დასჯაც აუცილებელია”, – აღნიშნა დავით ჩიხელიძემ.