ბექა ფერაძე: აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები დამუშავების პროცესშია და დღის ბოლომდე გამოქვეყნდება

“აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები დამუშავების პროცესშია და დღის ბოლომდე გამოქვეყნდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

„ეს რეკომენდაციები არ იქნება უცხო, მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ეს იქნება მორგებული რეალობას. ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება; ვენტილაციას მიენიჭება დიდი მნიშვნელობა; უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული და შესაბამისი პროტოკოლი და წესი იქნება დადგენილი; დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება; საშხაპეები უნდა იყოს შესაბამისი ტიხრებით გამოყოფილი ერთმანეთისგან; კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით, თითოეული ადამიანისგან; პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით; წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისას, არაუმეტეს ათი ადამიანის ოდენობით მოხდება პროცედურის წარმართვა. რაც შეეხება აუზებს, ამ შემთხვევაში, წყლის ლაბორატორიული კვლევა იქნება კოლიბაქტერიებზე და გადახრისას სრულფასოვანი მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება და შეზლონგების დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ყოველი გამოყენების შემდეგ”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები