მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მისივე თქმით, ამჟამად მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს.

„ქვეყანაში მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებულიც 2-ია. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 108 პაციენტი მკურნალობს.

ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევა სატვირთო ავტომანქანების მძღოლია, ორივე შემოტანილია. ბოლო 2 კვირაზე მეტია, ძირითადად, სულ გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და, ძირითადად, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. შიდა გავრცელება ძალიან მინიმალურია და ეს დასაიმედებელია ჩვენს შემთხვევაში.

ჩვენს ცენტრში 24 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, არცერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი უმეტესი ნაწილის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები