თბილისში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი აშენდება

“თბილისში, ჭავჭავაძის 49 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი აშენდება”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

“პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, გასახდელებით, ტრიბუნით, განათებითა და სარბენი ბილიკით. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ მოსახლეობას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები