სალომე ზურაბიშვილი ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას ეწვია, რომელიც მდინარე ლაჯანურას ხეობაში მდებარეობს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ლაშიჭალას საქართველოს ბალნეო-კლიმატურ კურორტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია, სადაც მინერალური წყლების დალევა ახდენს გამოხატულ მანორმალიზებელ ზეგავლენას საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების მქონე ავადმყოფობებზე.

“ამავე დროს, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ლაშიჭალას მინერალური წყლების აბაზანები სამკურნალო ზეგავლენას ახდენენ: გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და პერიფერიული ნერვული სისტემის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შარდ-სასქესო ორგანოების ზოგიერთი პათოლოგიების მქონე ავადმყოფობებზე.

პრეზიდენტი ცაგერს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები