კახა კალაძე: ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა, რასაც აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დემოკრატიის, ეკონომიკის განვითარების კუთხით უწევს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიის პრინციპები.
ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა, რასაც ამერიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დემოკრატიის, ეკონომიკის განვითარების კუთხით უწევს. ვუსურვებ ამერიკელ ხალხს წარმატებას, მშვიდობას და სტაბილურობას. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, – აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში.