ბჟანიამ პუტინი სოხუმში გმირი მფრინავების ძეგლის გახსნაზე მიიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სოხუმში დიდი სამამულო ომის გმირი მფრინავების ძეგლის გახსნაზე მიიწვია.

ამის შესახებ ბჟანიამ პრესკონფერენციზე განაცხადა.

“აღლუმის შემდეგ გამართულ სადილზე ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი და სხვა პრეზიდენტები, რომლებიც სადილზე იყვნენ, მფრინავების ძეგლის გახსნაზე მივიწვიე. მან მადლობა გადამიხადა. თუ ექნება შესაძლებლობა – ჩამოვა. ძალიან მოხარულნი ვიქნებით. ასეთი ტიპის კონტაქტი გვქონდა, ასეთივე კონტაქტებს ველოდებით მომავალშიც”, – თქვა ბჟანიამ.

მან აღნიშნა, რომ მოსკოვში აღლუმში მონაწილეობის მიზნით ვიზიტის დროს რუსეთის ხელმძღვანლობასთან ძალიან მოკლე შეხვედრა ჰქონდა.

“შეხვედრის ფორმატი სახელმწიფოთაშორისი პრობლემების განხილვას არ ითვალისწინებდა. დიდი ალბათობით, ოფიციალური ვიზიტი იქნება, რომლის ფარგლებში მექნება შესაძლებლობა, რუს კოლეგასთან ორმხრივი თანამშრომლობის ყველა დეტალი განვიხილო”, – აღნიშნა ასლან ბჟანიამ.

სოხუმში 24 ივლისს უცნობი ჯარისკაცი ძეგლთან გმირი მფრინავების ძეგლი გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები