ბჟანია – სოხუმის აეროპორტზე: “პროექტმა აქტუალურობა დაკარგა”

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, სოხუმიდან ავიარეისების აღდგენის საკითხი მრავალი წელია, განიხილება.

მისი თქმით, კომპანია “სინდიკმა”, რომელიც საკითხით ბოლო რამდენიმე წელს იყო დაკავებული, პროექტის მიმართ ინტერესი დაკარგა, რადგან “ის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული”.

ბჟანიას თქმით, კომპანიის ხელმძღვანელს მოსკოვში შეხვდა, სადაც სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმზე დასასწრებად იყო ჩასული.

“მეგონა, პროექტის განვითარებაზე ვისაუბრებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, საუბარმა სხვა ფორმა მიიღო. იმ კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, გადაზიდვების, მგზავრთნაკადების შემცირება ანონსდება. მან თქვა, რომ ეს პროექტი მათთვის აქტუალურობას კარგავს, რადგან ის ხარჯიანია და ასე შემდეგ”, – თქვა ბჟანიამ.

ამასთან, მან პირობა დადო, რომ სახელმწიფო აეროპორტის აღდგენის პროექტის რეალიზაციისთვის შესაძლებლობების მოძიებას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები