ყაზბეგში ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მიმდებარე გზა რეაბილიტირდა
დაბა ყაზბეგში, ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მიმდებარედ არსებული გზა სრულად განახლდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარებით ტერიტორიაზე ახალი, ორსაფარიანი ასფალტი იგება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დასკვნით სამუშაოებს ახორციელებს. ჯამურად, ახალი გზის საფარი, დაახლოებით, ორკილომეტრიან მონაკვეთზე იცვლება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მხარის რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად დაათვალიერა.