თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნახშირღელეში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სურსათი გადასცა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა გოგიაშვილი ნახშირღელეში იმყოფებოდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიაშვილი სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილთან, მერის წარმომადგენელ მაია გაბიძაშვილთან, დეპუტატ ლაშა ლანჩავასთან ერთად სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ეწვია, სასურსათე ნობათი გადასცა და საყოფაცხოვრებო საკითხებზე გაესაუბრა.
ლაშა გოგიაშვილმა ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სოფელში მიმდინარე პროექტებსა და მოსახლეობისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხზე მიიღო ინფორმაცია.