შალვა გოგოლაძე, მას მერე, რაც ქალს ცეცხლი წაუკიდა, მიიმალა – დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

თავად დაკავებული შალვა გოგოლაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

შალვა გოგოლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით. გამოძიების ინფორმაციით, შალვა გოგოლაძეს განზრახული ჰქონდა, განსაკუთრებული სისასტიკით – ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გოგონა და 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ის გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიების ცნობითვე, გოგოლაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება  თავისუფლების 16-დან 20 წლამდე  აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები