მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, დანარჩენი 7 კი შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის 6 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, დანარჩენი 7 კი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 6 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მათ კლინიკაში 23 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
“8 ახალი შემთხვევა დაგვემატა და 939 კოვიდინფიცირებული გვყავს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც კარგად გაიზარდა და მათი რაოდენობა 817 გახდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე 87 პროცენტია. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება 8 ახალ პაციენტს – ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, დანარჩენი 7 შემოტანილი შემთხვევაა. ამ შვიდიდან 6 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქეა.
ჩვენს ცენტრში გუშინ 4 დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა, სამი გამოჯანმრთელებული გაეწერა და დღეს 23 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ოთხივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ჩატარებული კვლევების შედეგად, ეს პაციენტები ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. ჩვენს ცენტრში უმეტესად კვლავ საშუალო სიმძიმის პაციენტები რჩებიან”, – განაცხადა ეზუგბაიამ.