ხულოს საზაფხულო იალაღებზე წამსვლელები ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ

ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების უფასო პროგრამა დაიწყო.

აღნიშნული პროგრამით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსაც შეეძლებათ.

პროგრამის ფარგლებში, მთაში წასვლის მსურველებს უფასო ტრანსპორტი 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით მოემსახურება, შემდეგ მიმართულებებზე:

•ხულო-ბეშუმი-ხულო (ყოველდღიურად)
•ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი,
•ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი,
•ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი,
•დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა,
•სხალთა-სარიჩაირის მთა-სხალთა,
•სხალთა-ხულო-თეთრობი-სხალთა,
•ხიხაძირი-სარიჩაირის მთა-ხიხაძირი,
•დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისი,
•ირემაძეები-ჯანჯღნარი-ირემაძეები,
•საციხური-აგარა-ნათელათი-კუნჭულეთი-ქვაბიჯვარი-ჩიბუხნარი-საციხური.

ხულო-ბეშუმის გარდა სხვა მარშრუტებზე ტრანსპორტი სხვადასხვა გრაფიკით იმოძრავებს – კვირაში ერთხელ, კვირაში რამდენჯერმე და დღეჩაგდებით. გასვლა ძირითადად იქნება დილის 9 საათზე (ბეშუმის მიმართულებით კი დილის 8 საათზე)

კურორტ ბეშუმის მიმართულებით პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნადიმ ვასაძემ გააცილა, მგზავრებს პროგრამის დაწყება მიულოცა და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები