მიანმარში მეწყერს, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა

მაინმარში, კაჩინის შტატში, ხპაკანის დასახლებაში მეწყერის ჩამოწოლას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა, უამრავი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ამის შესახებ “სინჰუა” ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.

აღინიშნება, რომ მეწყერი გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩამოწვა.

ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომდგენლის თქმით, ამჟამად ადგილზე 50 ცხედარია ნაპოვნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები