კელი დეგნანი: იმის ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას შეეცდება, ძალიან მაღალია

“ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ზეგავლენას ახდენს და ერევა ძალიან ბევრ არჩევნებში. საქართველო ერთერთი სამიზნეა”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, მას კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს, მაგრამ იმის ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება, ძალიან მაღალია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად აქტიური და კრეატიული არის რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ზეგავლენას ახდენს და ერევა ძალიან ბევრ არჩევნებში. საქართველო, რა თქმა უნდა, აშკარად ერთერთი სამიზნეა. აშშ, დიდი ბრიტანეთი და საქართველოს სხვა მეგობრები მუშაობენ მხარდაჭერაზე, ასევე, მუშაობენ საქართველოსთან და ეხმარებიან მას, რომ, მაგალითად, ხალხის ცნობიერება გაიზარდოს და ხალხმა შეძლოს დეზინფორმაციისა და ზუსტი, სწორი ინფორმაციის გარჩევა, შეძლოს ინფორმაციის შეფასება. რა თქმა უნდა, კონკრეტული მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა ძალიან მაღალია იმისა, რომ რუსეთი ეცდება ჩარევას საქართველოს არჩევნებში. განსაკუთრებით, როცა სრულად პროპორციული სისტემისკენ მივდივართ, ეს ძალიან დიდი წარმატებაა საქართველოსთვის”, – განაცხადა ელჩმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები