ირაკლი კობახიძე: ნათელაშვილი კარგ ტალღაზეა, აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს.

მისივე თქმით, ნათელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გამოკვეთილი ლიდერი გახდა.

„შალვა ნათელაშვილი „ძალიან კარგ ტალღაზეა“, ის აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ეს ძალიან კარგია, რადგან ის არის ამ რადიკალური ოპოზიციის ერთერთი გამოკვეთილი ლიდერი. ის „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკვეთილი ლიდერი გახდა. ნათელაშვილი რაც უფრო მეტ ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს გააკეთებს, მით უკეთესია, ბუნებრივია, ჩვენთვის, ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა – “ქალთა ქვოტირებაზე არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური… ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების არჩევნები”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები