საფრანგეთის ელჩი: გვაქვს მზაობა, რომ დავეხმაროთ სოფიო კილაძის ძალისხმევას

საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა, დიეგო კოლასმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელ “ტვიტერის” პირად გვერდზე შეხვედრა შეაფასა.

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესთან. ვისაუბრეთ საარჩევნო რეფორმაზე, როგორ შევუწყოთ ხელი ქალ დეპუტატებს. შევაქე მის მიერ ბავშვთა უფლებების კოდექსის შემუშავებაში გაწეული ძალისხმევისთვის, აღინიშნა ჩვენ მხრიდან მზაობა, რომ დავეხმაროთ კილაძის ძალისხმევას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ჰუმანური სისტემის შექმნაში”, – აღნიშნავს დიეგო კოლასი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები