ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მატებაა
ავსტრიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო ორ თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
წინა დღესთან შედარებით, მატება 0,6% შეადგენს.
“ეს საგანგაშო ვითარებაა, რომელიც ძალიან ძალიან ძალიან სერიოზულად უნდა აღვიქვათ”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანშობერმა.
ყველაზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა ზემო ავსტრიაში – 61 პირი. აღნიშნული ფედერალური მიწის ხუთ რაიონში 3 ივლისიდან დაიხურება ყველა სკოლა და ბავშთა მოვლის ყველა დაწესებულება.
პანდემიის დაწყებიდან ავსტრიაში კორონავირუსის 17 873 დაფიქსირდა, 705 პირი გარდაიცვალა, ხოლო 16 491 განიკურნა.
ამჟამად, ქვეყანაში ვირუსის 677 აქტიური შემთხვევაა.