“კორონავირუსისგან ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან კი 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს.

“ისევ სტაბილური სიტუაცია გვაქვს. სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა. 931 დადასტურებული შემთხვევა გვყავს.

გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთი იყო და 795 არის. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 85 პროცენტზე მეტია. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს.

სამი ახალი შემთხვევიდან  ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, შემოტანილი შემთხვევაა და ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

ჩვენს ცენტრში 2 ახალი პაციენტი მოთავსდა, გაეწერა 1 პაციენტი და დაგვრჩა 22 კოვიდინფიცირებული. ამ ორივე ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ასევე, სხვა პაციენტების ზოგადი მდგომარეობაც უცვლელია, არსად  შეინიშნება პროგრესირება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები