აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრებს უკვე მასპინძლობს

აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრების მისაღებად მზადაა. როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, სტუმრებს საშუალება აქვთ ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იმოგზაურონ.

დღეიდან, ვიზიტორებისთვის პირველი შოუ გაიმართა ბათუმის დელფინარიუმშიც, სადაც შოუები ყოველ სამშაბათს, შაბათსა და კვირას 16:00 საათზე ჩატარდება.

მათივე ცნობით, სრულადააა ამოქმედებული მუზეუმები, ზოოპარკი, აკვარიუმი, ეშმაკის ბორბალი, რომელთა რიცხვს სულ მალე ბათუმის საბაგიროც შეემატება. ზღვაზე დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის ნებადართულია წყლის აქტივობებიც.

რეგიონში იზრდება იმ სასტუმროების რაოდენობაც, სადაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტები წარმატებით დაინერგა.

„შიდა ტურისტებს ზღვაზე დასვენებისას საშუალება აქვთ მთიანი აჭარის ბუნებაც მოინახულონ და მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურონ. ულამაზეს ბუნებაში მდებარე ტურისტული მარშუტები სრულადაა მარკირებული, მომზადებულია მათი ტურისტული რუკები, რაც მთიან აჭარაში მოგზაურობას ამარტივებს. ერთმანეთისგან ხანგრძლივობის, შინაარსისა და სირთულის მიხედვით განსხვავებული მარშრუტები ტურისტების სხვადასხვა კატეგორიაზეა მორგებული. ამ ეტაპზე, ჯამში რეგიონში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული.

მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე: https://visitajara.com/ka/routes შეუძლიათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები