სოფო კილაძე: “ნაცმოძრაობისა“ და მისი დანაყოფების თავდასხმებს მიჩვეულნი ვართ, მაგრამ გერმანიის ელჩთან ვერ გაუვათ ის, რაც ქართულ საზოგადოებასთან გასდით

“ქართული ოცნება“ და ქართული საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფის მხრიდან თავდასხმებს მიჩვეული ვართ, მათ შორის, პიროვნულ თავდასხმებს, მაგრამ ის, რაც ქართულ საზოგადოებასთან გასდით, გერმანიის ელჩთან ვერ გაუვათ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

„როცა ხელისუფლებაში იყვნენ, განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ, ხოცავდნენ ადამიანებს. როცა ოპოზიციაში არიან, რასაც ახერხებენ, ეს არის ვერბალური თავდასხმები და შეურაცხყოფების მიყენება. ეს სცადეს გერმანიის ელჩთან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა ერთად დადგა გერმანიის ელჩის დასაცავად. ამიტომ შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გერმანიის ელჩთან მიმართებით “კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“, – განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს. „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანლებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა. “ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები