კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 59 ტესტის პასუხი უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ბოლო 24 საათში ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 59 ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, სოფელ ყარაჯალაში გამოვლენილი ორი შემთხვევის ეპიდკვლევისას ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომლის გამოც კარანტინში 2 მოქალაქე გადაიყვანეს, ხოლო 13 კონტაქტირებულ პირს პირველადი ტესტირება ჩაუტარდა.

“რაც შეეხება სოფელ ყარაჯალის 2 დადასტურებულ შემთხვევას – ეპიდკვლევა გაგრძელდა, რის შედეგადაც გამოიკვეთა ახალი გარემოებები. კარანტინში გადაყვანილი იქნა 2 პირი, თვითიზოლაციაში კი – 5. 13 კონტაქტირებულ პირს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება. ტესტირების შედეგები უარყოფითია”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს – 3 ლოკაციაზე 117 მოქალაქე რჩება. კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში დღემდე 6168 ნიმუშია გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები