პაატა იმნაძე: კორონავირუსთან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორის

“კორონავირუსთან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს ვაგრძელებთ აბსოლუტური უმრავლესობა, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა უკვე არის.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის, რადგან პრაქტიკულად იქ მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნესაქტივობები, შემობრუნდა კორონავირუსი და ფართოდ გავრცელდა. ასე რომ, მეორე ტალღა ბევრ ქვეყანაში არის. ლაპარაკი არის იმაზე, რომ როდესაც რესპირაციული დაავადებების სეზონი დადგება, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, რომ ზოგ ქვეყანაში ისევ შეიძლება, მესამე ტალღა იყოს.

ჩვენს შემთხვევაში, კორონავირუსთან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს ვაგრძელებთ აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ყველა არა, ეს მეორე ტალღა იქნება ძალიან შორს. თუ არ გავაგრძელებთ კორონავირუსთან ისევე კარგად მოქცვევას, როგორც, ჯერჯერობით, ვიქცევით, იქნება უფრო ახლოს“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები