ამირან გამყრელიძე: ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის მთავარი წყარო ტრაილერის მძღოლებია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ქვეყანაში შემოტანილი ინფექციის ერთერთი მთავარი წყარო ტრაილერის მძღოლები არიან.

მისივე თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს აქვს დადასტურებული.

„დღეს დილისთვის 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ერთი არის კონტაქტი ინფიცირებულთან და მეორე გახლავთ ტრაილერის მძღოლი. მოგეხსენებათ, ტრაილერის მძღოლები გახლავთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ერთერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციისა. დღემდე PCR ტექნოლოგიით დადასტურებულია 30-მდე კოვიდინფიცირებული სატვირთოს მძღოლი, რომელმაც გადმოკვეთა საზღვარი. სადღაც 400-მდე სატვირთოს მძღოლის გამოკვლევა მოხდა, დადასტურებული შემთხვევები მკურნალობენ სამედიცინო დაწესებულებებში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები