ვახტანგ გომელაური: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, საით უნდა წავიდეს გამოძიება

“გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, საით უნდა წავიდეს გამოძიება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო უწყება ჩართულია.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა და, პირველ ყოვლისა, მინდა, მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. ამ გამოძიების ირგვლივ მე ბევრს ვერ ვისაუბრებ იქედან გამომდინარე, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. ჩართულნი ვართ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება და ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს რის საშუალებასაც ფაქტები გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით და ისევ და ისევ ყველა, როგორც დაკავებულების ადვოკატები, ასევე, დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. მეტს ვერ ვისაუბრებ ამ თემიდან გამომდინარე. მაქსიმალურად გახსნილები ვართ ყველა მიმართულებით, აქედან გამომდინარე, თუ რამე ბრალდება აქვთ, მათ შეუძლიათ, გვითხრან პირდაპირ. მაქსიმალურად ვმუშაობთ ყველასთან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები