რატომ არ ატარებს თავშეყრის ადგილებში ანგელა მერკელი პირბადეს – კანცლერის განმარტება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, სამედიცინო ნიღაბს მხოლოდ საჭიროებისამებრ ატარებს, მაგალითად, მაღაზიებში ვიზიტის დროს, მაგრამ როდესაც დისტანციას იცავს, ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

“როდესაც დისტანციას ვიცავ, ნიღბის ტარება არ მჭირდება, მაგრამ როდესაც მას არ ვიცავ, მაგალითად, როდესაც საყიდლებზე გავდივარ, ვატარებ”, – თქვა მერკელმა და დასძინა, რომ “არ ასაჯაროებს, როდის და სად დადის საყიდლებზე”, ასევე, აღნიშნავს, რომ მაღაზიაში “ნამდვილად ნიღაბში დამინახავთ”.

“სხვა შესაძლებლობებიც იქნება, როდესაც პირბადეში შეიძლება ჩემი დანახვა”, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

30 ივნისის მდგომარეობით, გერმანიაში კორონავირუსის 195 042 შემთხვევაა, 8 976 პირი გარდაიცვალა, 177 770 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები