კასპიდან ლუგარში გაგზავნილი 5 სატესტო ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხიდან ლუგარის ლარობატორიაში გაგზავნილი 5 პირის სატესტო ნიმუშიდან ყველას პასუხი უარყოფითია. აღნიშნულის შესახებ ” რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.
აღნიშნული 5 პირი სოფელ მეტეხში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული 52 წლის სანიტრის კონტაქტია. დაინფიცირებული ქალი თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაში სანიტრად მუშაობს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის 21 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 8– კასპში, 3 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 10 კი – გორის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები