გახარია ბოკოვის საქმეზე: სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს ამ საქმის გამოძიება, რათა მტრებს არ მივცეთ საშუალება, რომ საკითხის სპეკულირება მოახდინონ

“სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს ამ საქმის გამოძიება, რათა მტრებს არ მივცეთ საშუალება, რომ საკითხის სპეკულირება მოახდინო”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ირაკლი სესიაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რუსეთის მოქალაქე ბოკოვის დაკავებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას რამდენჯერმე გასცა პასუხი და გამოძიება მიმდინარეობს.

“სამართალდამცავმა სისტემამ მძიმე დანაშაული აღკვეთა, ეს ერთი, მეორე – რა თქმა უნდა, სამართალდამცავმა სისტემამ სრულად უნდა უზრუნველყოს ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება, სრულად, ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე, ესაა ჩვენი ქვეყნის როგორც დემოკრატიზაციის ხარისხის, ისე – უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი, აქ არანაირი კითხვა არ უნდა დარჩეს და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი – სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს ამ საქმის გამოძიება, რომ მოქალაქეს მიაწოდოს სრული, ღია, ტრანსპარენტული ინფორმაცია იმისთვის რომ არავის, ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ამ საკითხის სპეკულირება მოახდინონ, სიტუაციები დაძაბონ და რაღაც ამორფულ სისულელეებზე ილაპარაკონ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები