აზერბაიჯანში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 15 369 ინფიცირებულია.
ოპერატიული შტაბის მონაცემით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 7 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 187 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, დაავადების დამარცხება სულ 8 364-მა პირმა შეძლო, მკურნალობას 6 818 პაციენტი აგრძელებს.