კელი დეგნანი: მზად ვართ და ამაყები ვართ, ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოსთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ
“ჩვენ მზად ვართ და ამაყები ვართ, ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოსთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს.
ელჩის თქმითვე, საქართველო და აშშ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში მრავალი წელია, მჭიდროდ თანამშრომლობენ და კარგი შედეგიც აქვთ.
„ეს არის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც აჩვენებს მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-სა და საქართველოს შორის ძალიან მნიშვნელოვან სფეროში, რაც არის ტერორიზმთან ბრძოლა. ეს არის, რასაც აშშ და საქართველო მრავალი წელია, აკეთებენ და კარგი შედეგიც აქვთ, როგორც ამას ეს პოზიტიური ანგარიში აჩვენებს. ჩვენ მზად ვართ და ამაყები ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში, რაც არის რისკი და საფრთხე ამ რეგიონშიც ისევე, როგორც – სხვაგან. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს საქართველოს მსგავს პარტნიორებთან, რათა დავძლიოთ ეს საფრთხე ჩვენი საზოგადოებების სტაბილურობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.