მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ “ნოკაუტში” ჩააგდო

“გიორგი გახარია უკანასკნელ პერიოდში უკვე ორჯერ იყო მოსული საქართველოს პარლამენტში, ხვალ მოდის მესამედაც. დარწმუნებული ვარ, ისევე ამომწურავი პასუხები ექნება, როგორც – წინა ორ შემთხვევაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ “ნოკაუტში” ჩააგდო.

“გიორგი გახარია უკანასკნელ პერიოდში უკვე ორჯერ იყო მოსული საქართველოს პარლამენტში. სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არ მოდიოდა, ჩამოიშალა და ხვალ მოდის მესამედაც. დარწმუნებული ვარ, ისევე ამომწურავი პასუხები ექნება, როგორც წინა ორ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მან ორჯერ “ნოკაუტში” ჩააგდო. გუშინ დადეს ვარჯიშის სურათები. ეტყობა, რომ შეეშინებინათ, არც ეს ვარჯიში გაჭრის, რადგან მარტო ორატორობა არ არის საკმარისი, მართალი უნდა იყო, როცა გინდა, პოლიტიკური დებატები მოიგო. ამ შემთხვევაში, გახარიასა და “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარეს არის სიმართლე და ეს იგებს დებატებს და არა რაღაც მოთელვები და ამით შეშინება „ფეისბუქსივრციდან“. ისინი, როგორც მავნებლური და უკვე კრიმინალურ ოპოზიციად ჩამოყალიბებული კლასტერი, მოდიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფიქრობენ, რომ ზიანს მიაყენებენ ხელისუფლებას. როცა საქმეზე მიდგება ხოლმე საქმე, ამ შემთხვევაში, პარლამენტში არ დადიან. ისინი კონსტიტუციას არაფრად აგდებენ და მოდიან მაშინ, როცა უნდათ, ერთერთ რეიტინგულ ლიდერს ზიანი მიაყენონ. სხვა ფუნქცია, დანიშნულება მათ აღარ აქვთ, გარდა – მავნებლობისა და კრიმინალური პოლიტიკური მენტალობის შექმნისა, როცა ხალხის რეალურ საჭიროებებზე, ბიუჯეტზეა ლაპარაკი, მაშინ არ მოდიან და ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. საბოლოოდ, კრიმინალები ისჯებიან სასამართლოს და სახელმწიფოს მიერ და კრიმინალური ოპოზიცია დაისჯება ხალხის მიერ. საბოლოო განაჩენი გამოცხადდება 31 ოქტომბერს ხალხის მიერ”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები