გია ვოლსკი: ძალიან კარგი იქნება, ოპოზიცია თუ დაესწრება პრემიერის ანგარიშს და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პრემიერის ანგარიშს დაესწრება და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს.

ვოლსკი ყველას მოუწოდებს, იყოს კრიტიკული, მაგრამ – საქმიანი.

„ეს ვერ გამოუვიდათ ერთხელ, ორჯერ. ახლაც ფიქრობენ, რევანში მიიტანონ. მაგრამ თუ იქნება საქმიანი განხილვა, რადგან პრემიერმინისტრი აპირებს, ძალიან ბევრი საკითხი გამოიტანოს ჩვენ წინაშე, კარგი იქნება. იმედი არ მაქვს, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით – ოპოზიციას, იყოს კრიტიკული, მაგრამ – საქმიანი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები