პოლონეთში სკოლებში სწავლა სექტემბერში განახლდება

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, პოლონელი მოსწავლეები სწავლას სექტებრიდან შეუდგებიან.

ამის შესახებ პრემიერმა რადიო “ლოძის” ეთერში განაცხადა.

“ხაზი მინდა, გავუსვა, რომ სექტემბრიდან მოსწავლეები სკოლებში დაბრუნდებიან. ოქტომბრის დასაწყისში კი სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში ივლიან. ეს გადაწყვეტილება მიღებულია”, – თქვა მორავეცკიმ.

მისივე თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების შემთხვევაშიც, ეკონომიკის დახურვას არ აპირებენ იმ დონეზე, როგორც ადრე იყო და მათ მეტი გამოცდილება გვაქვთ.

პოლონეთში სწავლა დისტანციურ რეჟიმზე მარტში გადავიდა.

25 ივნისის მდგომარეობით, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 32 821 შემთხვევაა, 1 396 პაციენტი გარდაიცვალა, 18 134 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები