მარინა ეზუგბაია: ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი საკარანტინე ზონიდანაა, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი საკარანტინე ზონიდანაა, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტი მკურნალობს.

“დღეს მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა დაგვემატა და 917 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 5 და მათი რაოდენობა 776-ია. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს.

სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი საკარანტინე ზონიდანაა, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

ჩვენს ცენტრში 2 ახალი პაციენტი შემოვიდა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და, დღევანდელი მონაცემებით, 26 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს.

ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ჩვენს პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირი, ოჯახის წევრი. მეორე საკარანტინე სივრციდან გახლავთ, რომელიც რუსეთიდან არის შემოსული, საკარანტინე სივრცეში იყო და იქ დაუდასტურდა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები