კახა კუჭავა: კიდევ ბევრი რეფორმა გვაქვს ჩასატარებელი, რომ ცხოვრების იმ მაღალ სტანდარტებს მივაღწიოთ, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს

“კიდევ ბევრი რეფორმა გვაქვს ჩასატარებელი, რომ ცხოვრების იმ მაღალ სტანდარტებს მივაღწიოთ, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია.

„ჩვენს მხარეს არის ერთი ძალიან ძლიერი არგუმენტი. ეს არის კონკრეტული ფაქტები და ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს დასავლეთთან, იქნება ეს ევროპა თუ ამერიკა და გვახსოვს განცხადებები ოფიციალური ვაშინგტონიდან, საელჩოებიდან, ევრორლამენტარებიდან. ის კონკრეტული შედეგი, რასაც მივაღწიეთ, არის ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ა.შ. ამას ასე არ ჩუქნიან. ეს არის ვალდებულებები, რომელსაც იღებ და ასრულებ. ისინი აფასებენ ამ შესრულების ხარისხს და ამის შემდეგ გაყენებენ კიდევ უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში და უფრო ახლოს ევროპასთან.

როდესაც საერთაშორისო პარტნიორი ამბობს, რომ ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა ჩვენ შორის ურთოერთობა, მათგან კრიტიკა აუცილებლად მისაღებია. ჩვენ სრულყოფილები არ ვართ, ჩვენ კიდევ ბევრი რეფორმა გვაქვს ჩასატარებელი, რომ მაქსიმალურად შევძლოთ და ცხოვრების იმ მაღალ სტანდარტებს მივაღწიოთ, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ნამდვილად ვერ დავეთანხმებოდით ვერც კრიტიკაში და კონკრეტული ფაქტების მანიპულირებაში, როგორც „ ფრონტერას” შემთხვევაში იყო”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები