მარიამ ჯაში: „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშეც შესაძლებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება

“დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის, ყოველგვარი პოლიტიკური ვაჭრობის გარეშეც შესაძლებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება”, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენაზეც ფრაქციის შვიდივე ხმა გარანტირებული ექნება.

„დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის, ყოველგვარი პოლიტიკური ვაჭრობის გარეშეც შესაძლებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ფრაქციის შვიდივე ხმა გარანტირებული ექნება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენაზეც. კონსტიტუციის ჩავარდნა არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს, არამედ ეს იქნება კიდევ ერთი უდიდესი შეცდომა და ის დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, რომელიც შეიძლება, შეუქცევადი იყოს და ქვეყნის ინტერესების რისკის ქვეშ დაყენება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით დღეს უყარეს. კანონპროექტს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები