მარინა ეზუგბაია: საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ​სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინე სივრციდანაა, ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება კი გრძელდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინე სივრციდანაა, ერთის წყაროს მოძიება კი გრძელდება.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს.

„გუშინ იყო 908 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ სამი ახალი და ამჟამად არის 911 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შვიდით გაიზარდა და გახდა 768. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 129 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს.

სამი ახალი შემთხვევიდან ორი არის საკარანტინე სივრციდან, შემოტანილი შემთხვევა, ერთი ახალი შემთხვევის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება წყაროს მოძიების თვალსაზრისით.

ჩვენს ცენტრში 24 დადასტურებული შემთხვევა გვყავს, ორი ახალი შემოგვემატა, გუშინ ორი გაეწერა. ორი ახალი შემთხვევიდან არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე, ერთთან მსუბუქი სიმძიმის პნევმონია გვაქვს, მეორე პნევმონიის გარეშეა. ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, სტუდენტებია არიან, სომხეთში სწავლობდნენ, კარანტინში იმყოფებოდნენ, ჩატარებული კვლევის შემდეგ ჩვენთან შემოიყვანეს. ზოგადად, კლინიკაში საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები