ზვიად შალამბერიძე: სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეს ერთი კვირის განმავლობაში 595 ადამიანი სტუმრობდა

როგორც ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეს ერთი კვირის განმავლობაში 595 ადამიანი სტუმრობდა.

“ორშაბათიდან დღემდე 595 ადამიანი მივიღეთ სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეში – რა თქმა უნდა, ეს რიცხვი იმ ფონზე, როდესაც თითოეული ლოკაცია, დაახლოებით, 1500-დან 2000-მდე ადამიანს მასპინძლობდა შარშან ამ დროს. მცირეა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტორების რაოდენობა იმატებს, გუშინდელი დღის მონაცემებით იყო 100-130 სტუმარი, დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენ ვემზადებით სხვა მიმართულებებითაც, ბევრი საინტერესო ადგილი გვაქვს, რომელსაც ასევე სტუმრობენ ტურისტები. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო ახალი ლოკაცია – ვანის მუზეუმი, რომელსაც უკვე ორი კვირის ვადაში გავხსნით და იქნება ძალიან საინტერესო”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე თქმით, სასტუმროების ძირითადმა ნაწილმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები