ინფექციონისტები „ზედაზენს“ ესტუმრნენ და კომპანიას 4 თვის განმავლობაში გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს

ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიას“ ინფექციონისტები ესტუმრნენ.

ექიმებმა დაათვალიერეს საწარმო, ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესებს და რეკომენდაციები გაუწიეს კომპანია „ზედაზენის“ თანამშრომლებს.

„მიუხედავად რთული პერიოდისა, როგორც კი საშუალება მოგვეცა, ინფექციონისტების ჯგუფთან ერთად ,,ზედაზენის” წარმოებას ვეწვიეთ და მადლობა გადავუხადეთ ყურადღებისთვის, რომელსაც კომპანია გასული ოთხი თვის განმავლობაში რეგულარულად იჩენდა ჩვენ მიმართ. თავის მხრივ, “ზედაზენის” თანამშრომლების კითხვებს ვუპასუხეთ კოვიდ 19-ის სეზონური ინფექციების საკითხებთან დაკავშირებით. მოგვეცა საშუალება, დაგვეთვალიერებინა საწარმო. მოხიბლულები დავრჩით ნანახით. ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპანია „ზედაზენი“ სამაგალითოა და ერთგვარი ფლაგმანი ქართულ წარმოებათა შორის. მოვიხიბლეთ და ძალიან ამაყები ვართ, ასეთ წარმოებას რომ ფლობს საქართველო”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ძალიან კმაყოფილი დარჩნენ იმ უსაფრთხოების ნორმებითა და სტანდარტებით, რომელსაც იცავს კომპანია.

„უსაფრთხოება და ბიოსტანდარტები დაცულია. მადლობა, რომ უფრთხილდებით თანამშრომლებს და უფრთხილდებით წარმოების ხარისხს. მადლობა თქვენ ამ საინტერესო დღისთვის, გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

,,ქართული ლუდის კომპანიის” დირექტორის, შალვა ჩოჩელის თქმით, დიდი პატივია წარმოებაში ინფექციონისტების სტუმრობა.

„ჩვენთვის, კომაპანიისთვის დიდი პატივია ჩვენი დროის გმირების, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტების სტუმრობა წარმოებაში. მთავრობამ, ექიმებმა, ბიზნესმა, საზოგადოებამ, ყველამ ერთად შევძელით, რომ ასეთ რთულ დროს ერთმანეთს გვერდით დავდგომოდით და მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ ვართ ძლიერები და ერთიანები. დიახ, ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ვქმნით ძლიერ სახელმწიფოს ყველა სექტორის განვითარებითა და ერთიანობით“, – განაცხადა ,,ქართული ლუდის კომპანიის” კომერციულმა დირექტორმა, შალვა ჩოჩელმა.

მისივე თქმით, ის შეფასებები და რეკომენდაციები, რომლებიც პირადად მიიღო წარმოებამ ინფექციონისტებისაგან, ძალზე მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ სს „ქართული ლუდის კომპანია“ ითვალისწინებს თავის წილ პასუხისმგებლობას და, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად („საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“), მაქსიმალურად იცავს სამუშაო უსაფრთხოებისა და ჰიგიენური უსაფრთხოების ყველა რეკომენდირებულ სტანდარტს.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები